იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ფრანჩესკო კალცონას ნაპოლიმ სასუოლო 1:6 გაანადგურა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნაპოლიმ ფრანჩესკო კალცონას ხელში მოიგო, მანამდე გუნდმა ორივე თამაშში ფრე ითამაშა.
სასუოლოს განადგურების შემდეგ იტალიაში ფიქრობენ, რომ კალცონა ნაპოლიში კიდევ დიდი ხნით უნდა დარჩეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაპოლი ასე თამაშს გააგრძელებს და სტაბილურობას შეინარჩუნებს.
ცნობისთვის, აურელიო დე ლაურენტისმა ფრანჩესკო კალცონა ვალტერ მაცარის ჩასანაცვლებლად სეზონის ბოლომდე მოიყვანა და როგორ განვითარდება მისი მომავალი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.