მოსალოდნელია რეკონსტრუქცია | კვარა ახალ სტადიონზე ითამაშებს? » სპორტის ხაზი

მოსალოდნელია რეკონსტრუქცია | კვარა ახალ სტადიონზე ითამაშებს?

მოსალოდნელია რეკონსტრუქცია | კვარა ახალ სტადიონზე ითამაშებს?
29-02-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილია, ევრო 2032 იტალია უმასპინძლებს, რომელსაც თამაშების ჩასატარებლად სამი ქალაქი აქვს შერჩეული: რომი, მილანი და ტურინი.

საგულისხმოა, რომ საუბარი ქალაქების დამატებაზე მიმდინარეობს, ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი კი ნეაპოლი და ნაპოლის სტადიონია, რომელსაც ახალი სტანდარტებით რეკონსტრუქცია სჭირდება.

შესაბამისად, თუ იტალია სამასპინძლო ქალაქად ნეაპოლსაც შეარჩევს, მაშინ ნაპოლის სტადიონს განახლება უნდა ჩაუტარდეს, თავად კლუბმა კი დროებით სხვა სტადიონზე ითამაშოს.

როგორც Il Mattino წერს, ნაპოლის საამისოდ ორი ვარიანტი აქვს, ან ბარის (სან ნიკოლა), ან პალერმოს სტადიონი (რენცო ბარბერა).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.