ვალენსიაში მამარდაშვილის შემცვლელი უკვე შეარჩიეს | სად წავა ქართველი? » სპორტის ხაზი

ვალენსიაში მამარდაშვილის შემცვლელი უკვე შეარჩიეს | სად წავა ქართველი?

ვალენსიაში მამარდაშვილის შემცვლელი უკვე შეარჩიეს | სად წავა ქართველი?
28-02-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანურ მედიაში იწერება, ვალენსიას მესვეურებმა გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი უკვე შეარჩიეს და ის სტოლე დიმიტრიევსკი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კრიზისში მყოფ ვალენსიას გიორგის გაშვება შარშანაც სურდა, თუმცა მათ შესაბამისი შეთავაზება არ მიუღიათ, ახლა კი ვალენსიელები მამარდაშვილთან დამშვიდობებას ნამდვილად აპირებენ.

რაც შეეხება ჩრდ.მაკედონიელ სტოლე დიმიტრიევსკის, ის გახლავთ მეკარე, რომელმაც საქართველოსთან წლების წინ გამართულ მატჩამდე თქვა, რომ გოლს საერთოდ არ გაუშვებდა, თუმცა აღნიშნული მატჩი ვილი სანიოლის გუნდმა გასვლაზე 3:0 მოიგო (09/06/2022).

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილის დამატების სურვილით ყველაზე აქტიურად ნიუკასლი გამოირჩევა, რომელსაც სასტარტოს მეკარე დაშავებული ჰყავს, სათადარიგო კარის დარაჯი კი იმედებს ვერ ამართლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი