"გუნდურად ითამაშოს, ან სკამზე გადაჯდეს" - იტალიელი ფანები კვარას აკრიტიკებენ » სპორტის ხაზი

"გუნდურად ითამაშოს, ან სკამზე გადაჯდეს" - იტალიელი ფანები კვარას აკრიტიკებენ

"გუნდურად ითამაშოს, ან სკამზე გადაჯდეს" - იტალიელი ფანები კვარას აკრიტიკებენ
22-02-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ფანები ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ თამაშს ასე აფასებენ:

"ბევრი რამ სცადა, თუმცა უმეტესი მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. უკეთესი იქნება თუ გუნდურად ითამაშებს, ამას თუ არ იზამს, მაშინ სკამზე გადაჯდეს"

"კალცონას გამბედაობა ეყო და კვარაცხელია გაეყვანა, რასაც დადებითად ვაფასებ"

"ჩემი აზრით, კვარაცხელია საკუთარ თავზე უფრო ბრაზობდა, ვიდრე კალცონას გადაწყვეტილებაზე"

"რთულია მინდვრის ნაადრევად დატოვება, მისი აბსოლუტურად მესმის"

"თუ ეგოისტობას აპირებს, სულ უნდა შეცვალონ"

"ლინდსტრომმა უკეთესად ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილება სწორი და ადეკვატური იყო"

"ფეხბურთელებმა წუწუნი უნდა შეწყვიტონ, როდესაც მწვრთნელი მათ გაყვანას გადაწყვეტს"

"არასწორად თამაშობდა და კალცონას მითითებებს არ ემორჩილებოდა"

"თუ გადიხარ, თავი მაღლა უნდა ასწიო"

"კალცონამ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო" - წერენ ნაპოლის ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.