"ხვიჩასგან ცუდი ჟესტი იყო, ასე არ უნდა იქცეოდეს" - კაპელო კვარაცხელიას აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

"ხვიჩასგან ცუდი ჟესტი იყო, ასე არ უნდა იქცეოდეს" - კაპელო კვარაცხელიას აკრიტიკებს

"ხვიჩასგან ცუდი ჟესტი იყო, ასე არ უნდა იქცეოდეს" - კაპელო კვარაცხელიას აკრიტიკებს
22-02-2024, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო შეხვედრა ნაპოლისა და ბარსელონას შორის ფრედ, 1:1 დასრულდა და ყველაფერი კატალონიაში უნდა გადაწყდეს.

აღნიშნული მატჩის შესახებ ფაბიო კაპელომ ისაუბრა, რომელმაც ნაპოლის ქართველი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

იტალიელის აზრით, შეცვლის ეპიზოდში კვარას საქციელი უადგილო იყო და უპატივცემულობას გამოხატავდა:

"რაც კვარაცხელიამ გააკეთა, ამას არ მივესალმები. როდესაც მწვრთნელი შეგცვლის, მასთან უნდა მიხვიდე, ხელი ჩამოართვა და თანაგუნდელებს გადაეხვიო", - ამბობს კაპელო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.