31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ ტრენტოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მე-3 გამარჯვება იზეიმა და მერვედფინალში გავიდა.
დღეს, ნიკოლოზი ელმარ ეუპოვიჩს გაეჯიბრა და მსოფლიოს 404-ე ჩოგანს 6:7 (6:8), 6:0, 7:5 აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ტრენტოს პირველობაში კვალიფიკაციიდან ჩაება და იქ 2 იტალიელი ჩოგბურთელის დამარცხება მოახერხა. ჯერ მანუელ პლუნგერს მოუგო 6:0, 6:4, ხოლო შემდეგ კი, ლორენცო სკიაბასის 6:2, 6:4 სძლია.
ბასილაშვილის მეტოქე ფილიპო სპეციალისა და ფედერიკო ბონდიოლის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 869-ე ადგილზეა.