"ის ჩემი მეგობარია და მისი გაგდება რთული იყო" - დე ლაურენტისი მაცარიზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ის ჩემი მეგობარია და მისი გაგდება რთული იყო" - დე ლაურენტისი მაცარიზე საუბრობს

"ის ჩემი მეგობარია და მისი გაგდება რთული იყო" - დე ლაურენტისი მაცარიზე საუბრობს
20-02-2024, 11:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე იცით, აურელიო დე ლაურენტისმა ვალტერ მაცარი ცუდი შედეგების გამო ნაპოლის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა.

ცხადია, ამასთან დაკავშირებით იტალიელმა ჟურნალისტებმა კლუბის პრეზიდენტს აზრის გამოთქმა სთხოვეს, მან კი შემდეგი რამ თქვა:

"რა თქმა უნდა, ვალტერ მაცარის გუნდიდან გაგდება ჩემთვის იოლი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ის ჩემი მეგობარია."

"ვალტერს მადლობა უკვე გადავუხადე, რადგან მან რთულ დროს გვიერთგულა და მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩაიბარა."

"მიუხედავად ყველაფრისა, ნაპოლის გულშემატკივრებს იმაზე მეტი უნდა მივცეთ, ვიდრე ახლა გვქონდა"
, - ამბობს დე ლაურენტისი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის ახალ მწვრთნელად ფრანჩესკო კალცონა დაინიშნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი