დანია - საქართველო | FIBA ჩვენს ჯგუფზე წერს » სპორტის ხაზი

დანია - საქართველო | FIBA ჩვენს ჯგუფზე წერს

დანია - საქართველო | FIBA ჩვენს ჯგუფზე წერს
19-02-2024, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევს 23 თებერვალს ოფიციალურად გახსნის, ჩვენი პირველი მეტოქე კი დანია იქნება.

აღსანიშნავია, რომ FIBA ჩვენი ჯგუფის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მთავარი თამაში სწორედ 23 თებერვალს უნდა გაიმართოს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ჯგუფში დანიასთან ერთად უძლიერესი სერბეთი და ფინეთი არიან, ჯგუფიდან კი ჯამურად 3 ნაკრები გადის.

იქედან გამომდინარე, რომ ფინეთი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება, მათ ერთი ადგილი უკვე გარანტირებული აქვთ, ხოლო სერბეთის ჯგუფში ჩარჩენა მათი დონიდან გამომდინარე ფაქტობრივად გამორიცხულია.

ამდენად, საქართველოს მთავარი მატჩის გამართვა სწორედ დანიასთან მოუწევს და იმედი დავიტოვოთ, რომ ალექსანდრ ჯიკიჩი საქართველოს ნაკრებთან ერთად სადებიუტო შეხვედრაში კარგად იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი