შერმადინის ტენერიფე ბარსელონასთან დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა » სპორტის ხაზი

შერმადინის ტენერიფე ბარსელონასთან დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა

შერმადინის ტენერიფე ბარსელონასთან დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა
19-02-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ტურნირის მასპინძელი ქალაქ მალაგის გუნდის დამარცხების შემდეგ ტენერიფელებმა ვეღარ მოახერხეს კიდევ ერთი ფავორიტის დამწუხრება. ტენერიფეს მეტოქე ესპანური კალათბურთის გრანდი, კატალონიური ბარსელონა იყო, რომელმაც კანარის კუნძულების გუნდი 108:76 დაამარცხა.

შერმადინის გუნდმა მატჩი ყოჩაღად დაიწყო და პირველი პერიოდი მოიგო კიდეც – 16:14, თუმცა მეორე ათწუთეული ისეთი აღმოჩნდა, რომ მატჩის ბედი გადაწყვიტა. ბარსელონამ მეტოქეს 32 ქულის სხვაობით – 40:8 აჯობა, რის შემდეგაც, დიდი შესვენებისთვის 30-ქულიანი ლიდერობა დაიბევა და მეორე ტაიმს ფორმალური ხასიათი მისცა.

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ბარსამ საბოლოოდ 32 ქულით გაიმარჯვა და ფინალში გასულ მადრიდის რეალს შეუერთდა. ტენერიფესთვის ტურნირი დასრულდა. შერმადინი საქართველოს ნაკრებს დანიაში, 21 თებერვალს შეუერთდება.

ბარსელონასთან მატჩში შერმადინმა მოედანზე 27:06 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი