ემპოლიში ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის პრეზენტაცია შედგა, მან კი სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა.
"აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა ლევან მჭედლიძეს ჰქონდა, რომელმაც ემპოლის შესახებ ბევრი მიამბო. ვიცი, რომ აქ ბევრი დამხვდება."
"ემპოლიში პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ დიდ ოჯახში მოვხვდი, რადგან ყველამ გულთბილად მიმიღო და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი."
"სერია A მცველის განვითარებისთვის საუკეთესო ლიგაა, ისევე როგორც თავად ემპოლი. რა თქმა უნდა, აქ არაერთ დიდებულ მცველს უთამაშია, თუმცა ჩემი კუმირი პაოლო მალდინი იყო."
"მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპულ ფეხბურთში გააკეთა, ქართველი ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, რაც ძალიან კარგია", - ამბობს ახალგაზრდა ქართველი მცველი