ევროპის ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული 1/16-ფინალი დონეცკის შახტარსა და მარსელს შორის შედგა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი აზაროვი დაცვის მარცხენა ფლანგის პოზიციაზე უკრაინელთა ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი მინდორზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.
ეროვნული გუნდის მარცხენა მცველმა საბოლოო სახით 6.7 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, გოჩოლეიშვილს კი 6.2 დაუწერეს.
ცნობისთვის, შახტარისა და მარსელის განმეორებითი შეხვედრა 22 თებერვალს, 00:00 საათზე გაიმართება.