როგორც დინამო ბათუმის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, აჭარულმა კლუბმა 25 წლის ალბანელი ფეხბურთელი, უერდი მარა დაიმატა.
დინამო ბათუმის ახალწვეული ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ, რომელიც დემჩენკოს გუნდმა თურქული კეჩიორენგუჩუდან გაიფორმა.
ცნობისთვის, უერდი მარამ თურქეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც მან 2 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალბანელი მოთამაშე შკენდერბიუს აღზრდილია და თურქეთში თამაშამდე ბულგარულ ბეროეში ასპარეზობდა.