მამუმ 6 წუთი ითამაშა | სან ანტონიომ ტორონტო გაანადგურა » სპორტის ხაზი

მამუმ 6 წუთი ითამაშა | სან ანტონიომ ტორონტო გაანადგურა

მამუმ 6 წუთი ითამაშა | სან ანტონიომ ტორონტო გაანადგურა
13-02-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ, რომელმაც ტორონდო 23 ქულის სხვაობით, 122:99 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მწვრთნელმა პარკეტზე ჯამურად 6:18 წუთით შეუშვა, რა დროშიც სანდრომ 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სან ანტონიოს ფრანგი ლეგიონერი, ვიქტორ ვენბანიამა დასახელდა, რომლის ანგარიშზეც 27 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი გახლდათ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილს 11 მოგებითა და 43 წაგებით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი