როგორც იტალიურმა Tuttosport-მა დაწერა, ტორინოს დამრიგებელს, ივან იურიჩს ინგლისიდან ეპატიჟებიან.
საბა საზონოვის ხორვატი დამრიგებელი თავისთან ვესტ ბრომვიჩ ალბიონს სურს, რომელიც იურიჩს წლიურად 2 მილიონ ევროს სთავაზობს.
სხვათა შორის, ივან იურიჩს ინგლისში აქამდეც ეძახდნენ, კერძოდ ნოტინგემ ფორესტინად, რომელიც სტივ კუპერის შემცვლელს ეძებდა.
ივან იურიჩმა ტორინოს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს თუ კლუბს რომელიმე ევროტურნირზე გაიყვანს, ტორინო კი ამჟამად სერია A-ს მე-10 ადგილს 33 ქულით იკავებს.
რაც შეეხება საბა საზონოვს, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად კარგად იმოქმედებს მასზე იურიჩის გუნდიდან პოტენციური წასვლის საკითხი, თუმცა ერთი რამ ფაქტია, საბას ხორვატი დიდად არასდროს ენდობოდა და არსებობს შანსი, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა ახალ მწვრთნელთან იმაზე მეტი სათამაშო დრო მიიღოს, ვიდრე ეს უშუალოდ ახლა ხდება.