ბორუსიას "დორტმუნდის" თავდამსხმელმა სებასტიან ალემ, კოტ-დ'ივუარის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასი მოიგო.
ფინალში მათ ნიგერია დაამარცხეს, სადაც ალემ 81-ე წუთზე გამარჯვების უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო და საკუთარ ქვეყანას ჩემპიონობა მოუტანა.
აქამდე მოსასვლელად სებასტიანს მარტივი გზა არ გამოუვლია:
2022 წლის ივლისში მას სათესლე ჯირკვლების სიმსივნე დაუდასტურდა.
2023 წლის თებერვალში ალემ სიმსივნე დაამარცხა და ფეხბურთს დაუბრუნდა.
2024 წლის თებერვალში კი აღნიშნული ისტორია აფრიკის თასის ფინალში გამარჯვების გოლის გატანითა და საკუთარი ქვეყნისთვის ჩემპიონობის მოპოვებით დააგვირგვინა.