მაკფადენის ნაცვლად | ვინ იქნება ნაკრების ახალი ლეგიონერი » სპორტის ხაზი

მაკფადენის ნაცვლად | ვინ იქნება ნაკრების ახალი ლეგიონერი

მაკფადენის ნაცვლად | ვინ იქნება ნაკრების ახალი ლეგიონერი
10-02-2024, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

28 თებერვალს საქართველოს ნაკრები ევრო 2025-ის შესარჩევის თამაშს ითამაშებს, მეტოქე კი დანიის ნაკრები იქნება.

როგორც ქართულ მედიაში იწერება, ნაკრებში თად მაკფადენს მორიგი ნატურალიზირებული კალათბურთელი, ჯო ტომასონი შეცვლის, რომელთანაც მიმდინარე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია შესული.

ჯო ტომასონი ესპანეთის პირველ ლიგაში, კერძოდ გრანადაში თამაშობს და საშუალოდ 14.1 ქულას აგროვებს.

გრანადასთან ერთად ტომასონს რუმინულ დინამოში, პოლონურ გდანსკში, ლიუბლინსა და ზელონა გორაში, ისრაელის გალილ გილბოაში, ესპანეთის მანრესაში, რუსეთის პეტერბურგში და ბერძნულ პრომითეასში უთამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი