ესპანეთის ლიგა ენდესას შეხვედრაში ქართველების დერბი შედგა. რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის “მურსია” გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფეს” ესტუმრა. შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს. სტუმრებმა ოვერტაიმში ანგარიშით 111-109 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა 31:20 წუთის მანძილზე ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება თად მაკფადენს, 31:46 წუთის განმავლობაში იყო თამაშში და 21 ქულა ჩააგდო, აგრეთვე ერთ-ერთი ჩაჭრა, შედეგიანი გადაცემა და დაფარებაც მიითვალა. რატი ანდრონიკაშვილს თამაშში ჩართვის შესაძლებლობა არ ჰქონია.
“ტენერიფემ” ამ მარცხის შედეგად მეოთხე ადგილი დაკარგა და ერთით ქვედა საფეხურზეა, “მურსია” კი მეცხრეა.