"კლუბში იციან ვინც წავა, ერთ-ერთი გიორგია" - მედია მამარდაშვილზე წერს » სპორტის ხაზი

"კლუბში იციან ვინც წავა, ერთ-ერთი გიორგია" - მედია მამარდაშვილზე წერს

"კლუბში იციან ვინც წავა, ერთ-ერთი გიორგია" - მედია მამარდაშვილზე წერს
8-02-2024, 19:43
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანურ მედიაში ვკითხულობთ, ვალენსიამ უკვე კარგად იცის, რომ ზაფხულში რამდენიმე მოთამაშის გაყიდვა მოუწევს, ერთ-ერთი ასეთი კი გიორგი მამარდაშვილია, რომლის კლუბიდან წასვლაზეც საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

"ვალენსიაში კარგად ესმით, რომ ვიღაცები კლუბიდან წავლენ. პირველ რიგში, ესენი მამარდაშვილი და ხავი გერა არიან. ცხადია, როგორც ერთის, ისე მეორის დაკარგვა ვალენსიასთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან კლუბში ორივეს საკვანძო როლი აქვს და მათი არყოფნა დიდ სიცარიელეს დატოვებს."

"კლუბის სინგაპურელი მფლობელი ვალენსიას ახალ პროექტს ეკონომიკურად აფასებს და მან უკვე ნათლად მიანიშნა, რომ მეკარესთან და ნახევარმცველთან დამშვიდობებას აპირებს."

"საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ვალენსიაში ფუნდამენტურ როლს ფლობს, რის გამოც მასზე როგორც პრემიერ ლიგის, ისე ბუნდესლიგის გუნდები ნადირობენ"
, - წერენ ესპანეთში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი