სიზუსტე უნდა დახვეწოს - ხვიჩა კვარაცხელია ანტირეიტინგის სათავეში » სპორტის ხაზი

სიზუსტე უნდა დახვეწოს - ხვიჩა კვარაცხელია ანტირეიტინგის სათავეში

სიზუსტე უნდა დახვეწოს - ხვიჩა კვარაცხელია ანტირეიტინგის სათავეში
8-02-2024, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

სპორტულმა პორტალმა, Stats24-მა მიმდინარე სერია A-ს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის მთავარი მოქმედი პირიც ხვიჩა კვარაცხელიაა.

როგორც ისინი წერენ, ქართველი ფეხბურთელი იმ მოთამაშეთა სიას ლიდერობს, რომლებმაც საგოლე შანსი ხელიდან ყველაზე მეტჯერ გაუშვეს.

Stats24-ის სტატისტიკის მიხედვით, კვარამ საგოლე ეპიზოდი 10-ჯერ გაანიავა, რასაც თან მოსდევს დუშან ვლაჰოვიჩი (9), მარკუს ტურამი (8), ლაუტარო მარტინესი (7) და სხვები.

გამოცემა იმასაც წერს, რომ ქართველი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა აშკარაა, რომ კვარას სიზუსტეზე აქვს სამუშაო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი