7 თებერვალს აფრიკის თასის ორივე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, ფინალში კი ერთმანეთს მასპინძელი კოტ დ'იუვარი და ვიქტორ ოსიმენის ნიგერია შეხვდება.
ტურნირის მასპინძლებმა გუშინდელ შეხვედრაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგეს, ვიქტორ ოსიმენის ნიგერიამ კი სამხრეთ აფრიკა პენალტების სერიაში მას შემდეგ დაამარცხა, რაც ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა.
როგორც დაგეგმილია, კოტ დ'იუვარი და ნიგერია ფინალში ერთმანეთს 11 თებერვალს, ღამის 12 საათზე შეხვდებიან, ოსიმენი კი შეეცდება, რომ ნეაპოლს ოქროს მედლით დაუბრუნდეს.
ცნობისთვის, აფრიკის თასის ისტორიაში კოტ დ'იუვარს ტურნირი 2-ჯერ აქვს მოგებული (1992, 2015), ნიგერიას კი 3-ჯერ (1980, 1994, 2013).