ჩაფრინდება თუ არა სერხიო რამოსი ილია თოფურიასთან საგულშემატკივროდ? » სპორტის ხაზი

ჩაფრინდება თუ არა სერხიო რამოსი ილია თოფურიასთან საგულშემატკივროდ?

ჩაფრინდება თუ არა სერხიო რამოსი ილია თოფურიასთან საგულშემატკივროდ?
7-02-2024, 14:53
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 17 თებერვალს ქართული UFC-ისთვის უდიდესი ბრძოლა შედგება, სადაც ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებასა და ჩემპიონის ქამრის მორგებას შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში მცხოვრებ თოფურიას არაერთი ცნობილი გულშემატკივარი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი კი თვით სერხიო რამოსია, რომელმაც ილიასთან სამახსოვრო ფოტოები უკვე გადაიღო და მის ბრძოლასაც დაესწრო.

ახლა საინტერესო ისაა თუ რამდენად შეძლებს 10 დღეში რამოსი ილია თოფურიას უშუალოდ ოქტაგონის მისადგომებიდან გულშემატკივრობას. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ქართველმა მებრძოლმა გააკეთა:

"ზუსტად არ ვიცი ჩამოვა თუ არა ჩემს საქომაგოდ სერხიო რამოსი ვოლკანოვსკისთან, რადგან მას ახლა მიმდინარე სეზონი აქვს", - თქვა თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ 37 წლის სერხიო რამოსი სევილიაში რეგულარულად თამაშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი