იტალიაში კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას გენიალურ გოლზე საუბრობენ, რომელიც მან სერია A-ში ვერონას გაუტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ამ გოლის შესახებ Corriere dello Sport-მაც დაწერა და საქართველოს ნაკრების ტალანტისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
"ნაპოლისა და ვერონას თამაშში ვნახეთ ეპიზოდი, როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ მაცარის გუნდის საქმე წასული იყო, თუმცა სწორედ ამ დროს გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ვერონას ბრწყინვალე გოლი გაუტანა."
"ქართველი ფეხბურთელი ნამდვილი ანგელოზია, რომელიც ნაპოლის ფრთებით იცავს. ის არის მოთამაშე, რომელიც არცერთ სქემას არ ემორჩილება და არავინ იცის, აქვს თუ არა მის ნიჭს ლიმიტი", - წერს გამოცემა
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სერია A-ში კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.