შენგელიას გუნდმა მეტოქე გაანადგურა - ქართველმა 11 ქულა ჩააგდო » სპორტის ხაზი

შენგელიას გუნდმა მეტოქე გაანადგურა - ქართველმა 11 ქულა ჩააგდო

შენგელიას გუნდმა მეტოქე გაანადგურა - ქართველმა 11 ქულა ჩააგდო
6-02-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ტრევიზო'' სტუმრად 39-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 100:61 დაამარცხა.

ბოლონიური გუნდის ძირითად ხუთეულში ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 18 წუთში 11 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა მოაგროვა.

თოკომ 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

19 ტურის შემდეგ, "ვირტუსი" 14 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

შენგელიას გუნდი მომავალ შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს და ევროლიგაში "მონაკოს" დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი