"მე ყველას ვჯობივარ, ამ ყველაფერს დავამტკიცებ..." - ილია თოფურიას კომენტარი მოახლოვებულ ბრძოლაზე » სპორტის ხაზი

"მე ყველას ვჯობივარ, ამ ყველაფერს დავამტკიცებ..." - ილია თოფურიას კომენტარი მოახლოვებულ ბრძოლაზე

"მე ყველას ვჯობივარ, ამ ყველაფერს დავამტკიცებ..." - ილია თოფურიას კომენტარი მოახლოვებულ ბრძოლაზე
6-02-2024, 13:33
Aa Aa
გაზიარება:

17 თებერვალი ქართული MMA-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა. UFC 298-ზე ქვემსბუქი დივიზიონის ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ალექს ვოლკანოვსკი დაუპირისპირდებიან. ბრძოლა, რა თქმა უნდა, ამ ქარდის მთავარი მოვლენა იქნება.

"ჩემი გამარჯვება ამ ბრძოლაში გარდაუვალია. ეს ჩემი ბედისწერა ყოველთვის იყო. მე მებრძოლად და ჩემპიონად დავიბადე. ვიცი, რა დონეზე ვარ. ჩემ თავს კარგად ვიცნობ და მაქვს იმის უნარი, რომ ჩემი ოპონენტები გავაანალიზო. ვიცი, რომ ჩემს ლიგაში ყველაზე ძლიერი ვარ, უფრო მაღლაც ასეა, მე ყველას ვჯობივარ. ამ ყველაფერს დავამტკიცებ, ეს უბრალოდ დროის საკითხია.

ვოლკანოვსკი ბევრ სისულელეს ლაპარაკობს - რომ არსებობს გარკვეული დონეები. ეს მართალია, დონეები არსებობს, ამ დონეების შემდეგ კი მე ვარ. ვაჩვენებ, თუ რა დონეზეა. ყველა კომპონენტში ვაჯობებ, მე მას სავარჯიშო ტომარას დავამსგავსებ. 17 თებერვალს მე ვიცეკვებ...

ის ერთ-ერთი საუკეთესოა, დიდებული ჩემპიონი და საერთო რეიტინგის პირველი ნომერი იყო, ის ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც ამ დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც 17 თებერვალს მას ცუდ ამბავს შეატყობინებს. ასაკშია და დროა სხვა რამის კეთებაზე გადავიდეს, ახალი თაობის ასპარეზზე გამოსვლის ჯერია. უკვე დამარცხდა და შეუძლია კარიერაც დაასრულოს."
- ამბობს თოფურია.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას გარდა 17 თებერვალს ამავე "ქარდზე" იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომელიც ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი