ინტერმა იუვენტუსი დაამარცხა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა » სპორტის ხაზი

ინტერმა იუვენტუსი დაამარცხა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ინტერმა იუვენტუსი დაამარცხა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
5-02-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი ინტერისა და იუვენტუსის დაპირისპირება სიმონე ინძაგის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, - 1:0.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი ფედერიკო გატიმ საკუთარ კარში გაიტანა და ინტერმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

ამ მოგებით ნერაძური მიმდინარე სერია A-ს სათავეში 57 ქულით მოექცა და იუვენტუსს ისინი უკვე 4 ქულით უსწრებენ, რაც შეიძლება ითქვას, რომ ინტერისთვის საკმაოდ კარგი ჰანდიკაპია.

ინტერის გულშემატკივრებისთვის დამატებით კარგ ფაქტორს ის წარმოადგენს, რომ მათ საყვარელ კლუბს სერია A-ში ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, ვიდრე იუვეს.

ამდენად, ამ მომენტისთვის ინტერი ტურინის იუვენტუსს პოტენციურად 7 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი