ატლეტიკომ მადრიდულ დერბიში ქულა ბოლო წუთებზე აიღო » სპორტის ხაზი

ატლეტიკომ მადრიდულ დერბიში ქულა ბოლო წუთებზე აიღო

ატლეტიკომ მადრიდულ დერბიში ქულა ბოლო წუთებზე აიღო
5-02-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ღამის 12 საათზე დაწყებულ მადრიდულ დერბიში რეალი მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, თუმცა ატლეტიკომ მატჩის ბოლო წუთებზე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

კარლო ანჩელოტის გუნდის მხრიდან თავის გამოჩენა ბრაჰიმ დიასმა მე-20 წუთზე შეძლო, რასაც სავიჩმა კარგი თავურით 48-ე წუთზე უპასუხა, თუმცა მონტენეგროელის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. მიუხედევად ამისა, ჩოლოს გუნდი არ დანებდა და შეხვედრაში ანგარიში 93-ე წუთზე ლიორენტეს გოლით გაათანაბრა.

ამ ქულით მადრიდის რეალი პირველ პოზიციაზე 58 ქულით რჩება, ატლეტიკო კი 48 ქულით ლა ლიგის მე-4 პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს უკვე სამი მადრიდული დერბი ვიხილეთ, სადაც (დღევანდელის გამოლლებით) ერთი რეალმა, ერთი კი ატლეტიკომ მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი