"ხვიჩას ტალღოვანი დარტყმა უმაღლესი ხარისხის იყო" - იტალიური მედია კვარას აფასებს » სპორტის ხაზი

"ხვიჩას ტალღოვანი დარტყმა უმაღლესი ხარისხის იყო" - იტალიური მედია კვარას აფასებს

"ხვიჩას ტალღოვანი დარტყმა უმაღლესი ხარისხის იყო" - იტალიური მედია კვარას აფასებს
5-02-2024, 10:50
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ნაპოლიმ ვერონას უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

აი, როგორ აფასებს იტალიური მედია ქართველი ლეგიონერის თამაშს:

Tuttomercatoweb - "მისი ტალღოვანი დარტყმა უმაღლესი ხარისხის იყო. როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას აანთებ, მას შეუძლია, რომ ცეცხლი მთელ გუნდსა და გულშემატკივრებს გადასდოს."

Calciomercato - "მთელი თამაში აქტიურობდა, გუნდს მხრებით ატარებდა, რაც მატჩის ბოლო წუთებზე შესანიშნავი გოლის გატანით დაუფასდა."

Tuttonapoli - "კვარაცხელიამ ვერონას თამაში თავისი გიჟური მოქმედებებით მოუგო, ზუსტად ისე, როგორც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს შეეფერება."

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ამ სეზონში ნაპოლის მაისურით უკვე 6 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი