ზღაპრის ბოლო კეთილია - კვარამ ნაპოლის მოაგებინა | ქართველის შეფასება » სპორტის ხაზი

ზღაპრის ბოლო კეთილია - კვარამ ნაპოლის მოაგებინა | ქართველის შეფასება

ზღაპრის ბოლო კეთილია - კვარამ ნაპოლის მოაგებინა | ქართველის შეფასება
4-02-2024, 19:58
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელშიც ნაპოლიმ ვერონა 2-1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები შეხვედრას აგებდნენ, თუმცა ჯერ სადებიუტო გოლი სირილ ნგონჟმა გაიტანა, შემდეგ კი კვარაცხელიამ ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გარდა გატანილი გოლისა, კვარა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გასაკვირი სულაც არაა, რომ ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!

Sofascore-მ ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების ლიდერს ყველაზე მეტი, 8.7 სარეიტინგო ქულა დაუწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.