"ამ გოლმა დიდი სიხარული დამიბრუნა" - ოთარ კიტეიშვილის კომენტარი "ფეინოორდთან" გატანილი გოლის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ამ გოლმა დიდი სიხარული დამიბრუნა" - ოთარ კიტეიშვილის კომენტარი "ფეინოორდთან" გატანილი გოლის შემდეგ

"ამ გოლმა დიდი სიხარული დამიბრუნა" - ოთარ კიტეიშვილის კომენტარი "ფეინოორდთან" გატანილი გოლის შემდეგ
28-10-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ქართველმა ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "ფეინოორდს" გუატანა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუპოვა.

შეხვედრის შემდეგ, კიტეიშვილმა sky sport austria-სთან კომენატარი გააკეთა და განაცხადა.

"ამ გოლმა დიდი სიხარული დამიბრუნა" - ოთარ კიტეიშვილის კომენტარი "ფეინოორდთან" გატანილი გოლის შემდეგ


"უკეთეს დღეზე ვერ ვიოცნებებდი. ანგარიში 0:0 იყო, როცა მოედანზე შევედი და გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე გავიტანე. ბოლო თვეებში ტრავმების გამო ბევრი სირთულე გადავიტანე. ამ გოლმა კი დიდი სიხარული დამიბრუნა. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!" - თქვა ნახევარმცველმა.



მედიასთან კომენტარი "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმაც გააკეთა - "ძალიან ემოციური გამარჯვება იყო. ის მომენტი, როდესაც კიტეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყო ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ძალიან რთული პირველი ტაიმის შემდეგ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ და გოლიც დამსახურებულად გავიტანეთ“


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი