თოკო ტრავმიდან დაბრუნდა და 8 ქულა ჩააგდო - სრული სტატისტიკა » სპორტის ხაზი

თოკო ტრავმიდან დაბრუნდა და 8 ქულა ჩააგდო - სრული სტატისტიკა

თოკო ტრავმიდან დაბრუნდა და 8 ქულა ჩააგდო - სრული სტატისტიკა
4-02-2024, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელია 20-დღიანი ტრავმის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა და მისმა ვირტუსმა ევროლიგაზე სერბული პარტიზანი დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, თუმცა საბოლოო უპირატესობა იტალიელებმა მოიპოვეს და მეტოქეს 4 ქულით, 88:84 აჯობეს.

რაც შეეხება ეროვნული გუნდის კაპიტანს, მან პარკეტზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, ვირტუს ბოლონიას ევროლიგაზე 16 მოგება და 9 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში კი მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ ბარსელონასა და რეალს ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.