ჯოშუა ზირკზე ნაპოლის დაუკავშირეს - ახალი ცნობები » სპორტის ხაზი

ჯოშუა ზირკზე ნაპოლის დაუკავშირეს - ახალი ცნობები

ჯოშუა ზირკზე ნაპოლის დაუკავშირეს - ახალი ცნობები
1-02-2024, 12:42
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და ბოლონიას ახალგაზრდა თავდამსხმელი, ჯოშუა ზირკზე ნაპოლის დაუკავშირეს.

როგორც Spazionapoli წერს, ნაპოლი ვიქტორ ოსიმენის სამომავლო შემცვლელს უკვე ეძებს და ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ ბოლონიას ახალგაზრდა ფორვარდია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, პარტენოპეიმ ვიქტორ ოსიმენი 100 მილიონ ევროდ უნდა გაასხვისოს, ზირკზეში კი 60 მილიონით ნაკლების გადახდა მოუწევს, რაც ბიზნესმენი დე ლაურენტისისთვის ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, 22 წლის ნიდერლანდელმა ფორვარდმა 2023/2024 წლების სერია A-ს 20 თამაშში ბოლონიას მაისურით 8 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასიც გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი