ვალენსიას ფან-კლუბმა მამარდაშვილს პრიზი კლუბის უარის გამო ვერ გადასცა » სპორტის ხაზი

ვალენსიას ფან-კლუბმა მამარდაშვილს პრიზი კლუბის უარის გამო ვერ გადასცა

ვალენსიას ფან-კლუბმა მამარდაშვილს პრიზი კლუბის უარის გამო ვერ გადასცა
30-01-2024, 19:10
Aa Aa
გაზიარება:

ვალენსიას მადრიდული ფან-კლუბი ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას, რომლის მიზანიც ისაა, რომ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდეს.

აღსანიშნავია, რომ წინა სეზონში ვალენსიას საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, თუმცა გიორგიმ პრიზი ვალენსიას მფლობელთა მკაცრი პოლიტიკის გამო ვერ მიიღო.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვალენსიას მადრიდული ფან-კლუბი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს და კლუბის ხელმძღვანელობას მწვავედ აკრიტიკებს:

"კლუბის მმართველმა Meriton Group-მა უკვე არაერთხელ გამოიჩინა ჩვენ მიმართ აგდებული და უპატივცემულო დამოკიდებულება."

"2015/2016 წლების სეზონიდან ჩვენი ფან-კლუბი საუკეთესო მოთამაშეს ჯილდოს გადასცემს, რაც საკმაოდ უბრალო, დაახლოებით 6-7 წუთიანი პროცედურაა, მაგრამ Meriton-მა ამაში ხელი მკაცრად შეგვიშალა და უფლება არ მოგვცა, რომ გიორგი მამარდაშვილისთვის სპეციალურად დამზადებული პრიზი გადაგვეცა."

"მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობა გვეწინააღმდეგება, ჩვენ გიორგისთვის განკუთვილ ჯილდოს შევინახავთ და მას ქართველ ფეხბურთელს მაშინ მივაწვდით, როცა ამის შესაძლებლობა გაგვიჩნდება"
, - აცხადებს ვალენსიას ფან-კლუბი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი