საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ ანჟის უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლეგიონერმა ფრანგულ შეხვედრაში მონაწილეობა 88 წუთით მიიღო და მატჩის ერთადერთი გოლიც სწორედ დავითაშვილის ანგარიშზე გახლდათ (შეფასება 7.4).
ბორდოს 30-ე ნომერმა მეტოქის კარი მატჩის 70-ე წუთზე აიღო, რამდენიმე წუთში კი მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს. მიუხედავად ამისა, ანჟიმ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და სახლში 0 ქულით გაემგზავრა.
ამ მოგებით ქართველი მოთამაშის გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ადგილს 28 ქულით იკავებს და საპლეიოფო ზონას 6 ქულით ჩამორჩება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2023/2024 წლებში ზურიკო დავითაშვილმა ბორდოს მაისურით ლიგა 2-ში 21-ჯერ ითამაშა, რა დროშიც მან 2 გოლი გაიტანა და ერთით მეტი საგოლე გადაცემა შეასრულა.