მეცში მიქაუტაძისა და კიტეიშვილის დუეტი მზადდება? - ახალი ცნობები » სპორტის ხაზი

მეცში მიქაუტაძისა და კიტეიშვილის დუეტი მზადდება? - ახალი ცნობები

მეცში მიქაუტაძისა და კიტეიშვილის დუეტი მზადდება? - ახალი ცნობები
30-01-2024, 12:09
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო ორი სეზონია ქართველი გულშემატკივარი ნაპოლის თამაშებს არ ტოვებს, ახლა კი ჩნდება შანსი, რომ ანალოგიური ფრანგული მეცის შემთხვევაშიც მივიღოთ.

როგორც იცით, მეცში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, რომლის აიაქსში ტრანსფერმაც არ გაამართლა და ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგაში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაბრუნდა.

ამავე ქვეყნის ავტორიტეტული გამოცემის, კერძოდ L'equipe-ს ინფორმაციით, მეცი კიდევ ერთი ქართველის, ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერით ინტერესდება, რომელიც ამჟამად ავსტრიულ შტურმ გრაცში თამაშობს.

აღნიშნული წყარო წერს, რომ მეცი შემტევი ნახევარმცველის ძიებაშია და იმრან ლოუზას ხელიდან გაშვების შემდეგ, მათი პრიორიტეტი სწორედ კიტეიშვილის დამატებაა, რომელიც სულ მალე თავისუფალი აგენტი ხდება.

ცნობისთვის, ოთარმა ამ სეზონის ავსტრიის ლიგაში შტურმის მაისური სულ 12-ჯერ მოირგო, რა დროშიც მან 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი