სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია! » სპორტის ხაზი

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია!

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია!
29-01-2024, 14:26
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია!

ქალაქმა მეზონ-ალფორმა ხმლით გუნდურ პირველობაში საფრანგეთის ჩემპიონატს უმასპინძლა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა კლუბი „ორლეანი“, რომლის ლიდერიც მსოფლიოს ნომერი პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა. კლუბის ღირსებას ბაზაძესთან ერთად ფრანგი მოფარიკავეები ბოლად აპიტი და ძმები - ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ პრესტიჟული ტურნირის მოგება კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში 2022 და 2023 წლებშიც შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი