ჟოან ლაპორტამ ჩავის წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა » სპორტის ხაზი

ჟოან ლაპორტამ ჩავის წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ჟოან ლაპორტამ ჩავის წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
29-01-2024, 14:21
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონას ესპანელმა სპეციალისტმა, ჩავი ერნანდესმა ვილიარეალთან წაგებული შეხვედრის შემდეგ დააანონსა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გააკეთა, რომელმაც ჩავისადმი პატივისცემა არ დამალა:

"ის ამ კლუბის, ბარსელონას ლეგენდაა. ის არის ადამიანი, რომელიც ნაბიჯს ღირსებით დგამს. ჩავი არის კაცი, რომელსაც ბარსელონა ძალიან უყვარს", - ამხნევებს ესპანელ მწვრთნელს ბარსელონას პრეზიდენტი

ცნობისთვის, როგორც აქამდე იწერებოდა, ჩავის ჩანაცვლების მთავარი კანდიდატები რაფა მარკესი და ტიაგო მოტა არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი