"ჩემთვის ის ჩემპიონი საერთოდ არაა" - ლაციოს ყოფილი მოთამაშე ოსიმენზე » სპორტის ხაზი

"ჩემთვის ის ჩემპიონი საერთოდ არაა" - ლაციოს ყოფილი მოთამაშე ოსიმენზე

"ჩემთვის ის ჩემპიონი საერთოდ არაა" - ლაციოს ყოფილი მოთამაშე ოსიმენზე
29-01-2024, 13:53
Aa Aa
გაზიარება:

DAZN-თან საუბრისას ლაციოს ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკო პაროლომ თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი მადრიდის რეალის დონის გუნდში თამაშს ვერ შეძლებს:

"ეს არის ფეხბურთელი, რომლისადმიც ეჭვები გამაჩნია. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ის ჩემპიონია."

"ვიქტორ ოსიმენს ჰგონია, რომ მინდორზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, დიდ გუნდებში შენივე ეგოს მოთოკვა უნდა შეძლო, რაც მას არ გამოსდის."

"ჩემი აზრით, ვიქტორ ოსიმენი რეალ მადრიდში ვერასდროს ითამაშებდა. ასეთ დიდ გუნდში ნიგერიელს თავის დამკვიდრება უნდა გაუჭირდეს"
, - თქვა პაროლომ

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენის ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასის 1/4-ფინალში კამერუნის დამარცხების შემდეგ კვალიფიცირდა, ოსიმენის ანგარიშზე კი ჯამურად 1 გოლი და 1 საგოლე პასია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი