ბუდუ თუ გიორგი - ვისზე უნდა შეაჩეროს არჩევანი სანიოლმა ლუქსემბურგთან » სპორტის ხაზი

ბუდუ თუ გიორგი - ვისზე უნდა შეაჩეროს არჩევანი სანიოლმა ლუქსემბურგთან

ბუდუ თუ გიორგი - ვისზე უნდა შეაჩეროს არჩევანი სანიოლმა ლუქსემბურგთან
29-01-2024, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

2024 წლის მარტში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, რომლის მოგების შემთხვევაშიც ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

იქედან გამომდინარე, რომ მარტის თვემდე არც თუ ისე ბევრი რჩება, უკვე ვილი სანიოლმა ის მცირედი მონახაზი მაინც უნდა შექმნას, რომლითაც საქართველო ლუქსემბურგის დამარცხებას შეეცდება.

ზემოაღნიშნულიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ცენტრალური თავდამსხმელის შერჩევაა, სადაც ვილის ორი ვარიანტი აქვს, ბუდუ ან მიქაუტაძე.

მოდით, ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებიან ქართველი ფორვარდები საკლუბო დონეზე ბოლო მატჩების განმავლობაში:

გიორგი მიქაუტაძე ბოლო 10 მატჩში:

გოლი - 0

ბუდუ ზივზივაძე ბოლო 10 მატჩში:

გოლი - 7

აღნიშნული სტატისტიკიდან გამომდინარე, ნუ გაგვიკვირდება თუ ვილი სანიოლი ლუქსემბურგთან ცენტრალური ფორვარდის პოზიციას გერმანიაში მოთამაშე ბუდუ ზივზივაძეს ანდობს მიუხედავად იმისა, რომ სასტარტოს წევრად გიორგი მიქაუტაძე მიიჩნევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი