სრული საგიჟეთი | ლუკა დონჩიჩმა 73 ქულა ჩააგდო » სპორტის ხაზი

სრული საგიჟეთი | ლუკა დონჩიჩმა 73 ქულა ჩააგდო

სრული საგიჟეთი | ლუკა დონჩიჩმა 73 ქულა ჩააგდო
27-01-2024, 14:37
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ თამაშში ლუკა დონჩიჩმა ატლანტას წინააღმდეგ სრული სიგიჟე ჩაიდინა და მეტოქეს 73 ქულა ჩაუგდო!

აღნიშნული შედეგი NBA-ს ისტორიაში მე-4 საუკეთესო გახლავთ. სლოვენიელმა კალათბურთელმა ბურთი სულ 33-ჯერ ისროლა, საიდანაც მან 25-ჯერ ჩააგდო. გარდა ამისა, ლუკამ 16 საჯარიმოდან 15 გამოიყენა.

დალასისა და ატლანტას დაპირისპირების საბოლოო ანგარიში 148-143 გახლდათ. გამოდის, რომ დალასის ქულათა ჯამის თითქმის ნახევარი ერთ კალათბურთელზე მოდის!

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სლოვენიელმა უკანახაზელმა 73 ქულასთან ერთად 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი