VIDEO: "არ მეგონა, რომ ტორპედოში ვითამაშებდი" - ქუთაისელთა ახალწვეულის ინტერვიუ » სპორტის ხაზი

VIDEO: "არ მეგონა, რომ ტორპედოში ვითამაშებდი" - ქუთაისელთა ახალწვეულის ინტერვიუ

VIDEO: "არ მეგონა, რომ ტორპედოში ვითამაშებდი" - ქუთაისელთა ახალწვეულის ინტერვიუ
26-01-2024, 15:01
Aa Aa
გაზიარება:

ნორვეგიელ ფორვარდ ბიორნ იონსენს ჰოლანდიის ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, როდესაც ის დენ ჰააგის, ალკმაარისა და ბოლოს 2022-23 წლებში კამბურის ღირსებას იცავდა.

2020 წელს ის ულსან ჰიუნდაისთან ერთად (სამხრეთ კორეა) ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ბიორნ იონსენი ასევე თამაშობდა ჰართსში (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, იყო როსენბორგსსა (2019) და მონრეალში (2021-22).

ტორპედოს ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

იხილეთ ვიდეო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი