"ბარსელონას მწვრთნელი სხვა რომ იყოს ვულკანი ამოიფრქვეოდა" - ტიერი ანრიმ ჩავი დაიცვა » სპორტის ხაზი

"ბარსელონას მწვრთნელი სხვა რომ იყოს ვულკანი ამოიფრქვეოდა" - ტიერი ანრიმ ჩავი დაიცვა

"ბარსელონას მწვრთნელი სხვა რომ იყოს ვულკანი ამოიფრქვეოდა" - ტიერი ანრიმ ჩავი დაიცვა
27-10-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ კატალონიური კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი გულშემატკივრების მზარდი კრიტიკისგან დაიცვა. როგორც იცით, "ბარსელონა" "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფში ზედიზედ მეორედ 1997/1998 და 1998/1999 წლების ფიასკოს შემდეგ პირველად ჩარჩა, რამაც ქომაგთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია. სწორედ გულშემატკივრების კრიტიკის საპირისპიროდ გამოვიდა ტიერი ანრი, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:

"საბოლოოდ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს შედეგია და თქვენ ნახეთ თუ როგორ იმოქმედეს ინგლისში, კერძოდ კი ასტონ ვილას ხელმძღვანელებმა, რომლებმაც სტივენ ჯერარდი ცუდი შედეგების გამო თანამდებობიდან დაითხოვეს. მიუხედავად ამისა, ბარსელონაში ახალი მწვრთნელი უარეს შედეგებს მიიღებდა და ვულკანიც ამოიფრქვეოდა. ისინი ლა ლიგაში მეორე ადგილს იკავებენ, თუმცა, როდესაც ბარსელონას წვრთნი გულშემატკივარი ყოველთვის განგსჯის და არასდროს გეძლევა ბევრი დრო. ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის დიდ ფსონს აკეთებს, რადგან მათ ამ ტურნირიდან გამომუშავებული ფული სჭირდებათ." - ტიერი ანრი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.