WebGirondins-ი წერს, რომ "ბორდო", შესაძლოა, გუნდის ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ამის გადაჭრას რამდენიმე მოთამაშის გასხვისებით აპირებენ, მათ შორის, სიაში შესაძლოა, ჩვენებურიც იყოს.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის დამატებით ორი გუნდი ინტერესდება. მათი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ იწერება, რომ ერთ-ერთი მათგანი ცენტრალური აზიის წარმომადგენელია.
როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, ზურიკოთი ორი კლუბია დაინტერესებული - WebGirondins წერს, რომ ერთ-ერთი გუნდი ცენტრალური აზიიდანაა, ბორდოში ზურიკოს პასუხს კი დღეს ელოდებიან.
ბორდო მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ის ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის იბრძოდა და ამასთან ახლოს იყო, ახლა რიერას გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ლიგა 2-ში 25 ქულით მე-13 ადგილზეა.
ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში ფრანგული გუნდის ფორმა 20 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.