"კვარაცხელიას მეურვობას მსოფლიო ჩემპიონს მიანდობენ" - იტალიური მედიის პროგნოზები ფინალზე » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას მეურვობას მსოფლიო ჩემპიონს მიანდობენ" - იტალიური მედიის პროგნოზები ფინალზე

"კვარაცხელიას მეურვობას მსოფლიო ჩემპიონს მიანდობენ" - იტალიური მედიის პროგნოზები ფინალზე
22-01-2024, 22:35
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სუპერ თასის ფინალის წინ, მედია "ნაპოლის" პოტენციურ ტაქტიკურ მონახაზს განიხილავს. მათი ვერსიით, ვალტერ მაცარი აქცენტს გუნდის ქართველ ლიდერზე, ხვიჩა კვაარცხელიაზე გააკეთებს, რომელიც Gazzeta dello sport-ის სიტყვებით, სიმონე ინძაგისთვის მთავარი დაბრკოლება იქნება.

"ოსიმენის გარეშე ხვიჩა კვარაცხელია სიმონე ინძაგისთვის ნომერ პირველი საშიშროება იქნება, რომელიც გასაკვირი არ არის, რომ კვარას მეურვეობას ისეთ ფეხბურთელს მიანდობს, როგორიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი, ბენჟამინ პავარია. მან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფორმაში დაბრუნება შეძლო და ამით "ნერაძურის" დაცვის გაძლიერების გასაღებიც მოიძებნა.

სწორედ მარცხენა შემტევის პოზიციაზე შეეცდება "ნაპოლი" დაჟინებულ გარღვევევბს და ფოკუსს თავის მოელვარე, ბრწყინვალე ტალანტზე გააკეთებს. ჯადოსნური სეზონის შემდეგ, კვარაცხელია საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის დაბრუნებას ცდილობს.

ამიტომაც, მაცარი რამდენიმე კვირააა ცდილობს, რომ კვარაცხელია ცენტრალურ თავდამსხმელთან უფრო მეტად დაახლოვოს. ეს შეიძლება მასთან წყვილში ან უფრო უკან, ნახევარმცველის პოზიციიდან იყოს. ცენტრში, ხაზებს შორის დასარტყმელი სივრცის მოძებნა შედარებით უფრო ადვილია.

მატჩი ძალიან რთული იქნება, რადგან პავარის დამატებამ "ინტერის" დაცვა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა"
- ვკითხულობთ Gazzeta dello sport-ში.

"ნაპოლისა" და "ინტერის" დაპირისპირება დღეს, 22 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი