"ოქროს გოლი" 99-ე წუთზე და უძლიერესი ქამბექი - მადრიდის "რეალი" ჩვეულ ფორმაშია » სპორტის ხაზი

"ოქროს გოლი" 99-ე წუთზე და უძლიერესი ქამბექი - მადრიდის "რეალი" ჩვეულ ფორმაშია

"ოქროს გოლი" 99-ე წუთზე და უძლიერესი ქამბექი - მადრიდის "რეალი" ჩვეულ ფორმაშია
22-01-2024, 02:29
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალი აუტსაიდერ ალმერიასთან 0:2-ს აგებდა, მაგრამ 3 ქულა მაინც მოიპოვა - 99-ე წუთზე გატანილი გოლით!

ალმერია მთელი სეზონია მოგების გარეშეა, წინა ტურში ჟირონას დააკარგვინა ქულები, ახლა კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩავიდა, სადაც ასევე ძალიან ახლოს იყო კიდევ ერთი ლიდერისთვის დაედო ფეხი.

რამაზანის და გონსალესის გოლებით სტუმრებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში "სამეფო კლუბმა" ჩვეული ქამბექი შემოგვთავაზა. სხვაობა ჯუდ ბელინგემის გოლით შემცირდა, ხოლო 67-ე წუთზე ვინისიუსმა ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში ორივე გუნდის კარში ვიხილეთ თითო-თითო გაუქმებული გოლი. მერე ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 99-ე წუთზე დანი კარვახალმა გუნდს მოაგებინა.

მატჩში სამჯერ გახდა VAR-ის ჩართვა, რომელმაც სამჯერვე რეალის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება: პენალტის, ალმერიას გაუქმებული გოლისა და ვინისიუსის გოლის ეპიზოდში.

"რეალს" 51 ქულა დააგროვა და 2 ქულით უსწრებს ჟირონას. მადრიდელები მომდევნო ტურში, 27 იანვარს, "ლას პალმასს" გასვლაზე ესტუმრებიან. ალმერია კი გამოუვალ მდგომარეობაშია და 21 ტურში მხოლოდ და მხოლოდ 6 ქულა აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი