როგორ თამაშობს აფრიკის თასზე ვიქტორ ოსიმენი | სტატისტიკა » სპორტის ხაზი

როგორ თამაშობს აფრიკის თასზე ვიქტორ ოსიმენი | სტატისტიკა

როგორ თამაშობს აფრიკის თასზე ვიქტორ ოსიმენი | სტატისტიკა
21-01-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ სტარტი აფრიკის თასმა აიღო, რომელშიც ვიქტორ ოსიმენის ნიგერიის ნაკრებიც მონაწილებს.

აფრიკის თასის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ჯგუფურ ეტაპზე უკვე 2 შეხვედრა გამართა, საიდანაც მათ ერთი მოიგეს (კოტ დ'იუვართან), მეორე კი ფრედ დაასრულეს (ეკვატორულ გვინეასთან).

რაც შეეხება კვარას მთავარ მეწყვილეს, ვიქტორ ოსიმენს, მან ორივე თამაში თითქმის შეუცვლელად ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი 1 გოლი გაიტანა.

Flashscore-ს ვერსიით, ვიქტორ ოსიმენის ორი მატჩის ჯამში მოპოვებული საშუალო შეფასება 6.7 სარეიტინგო ქულა გახლავთ.

ცნობისთვის, ნიგერია თავისი ქვეჯგუფის მე-2 ადგილს 4 ქულით იკავებს და დიდია ალბათობა, რომ ისინი პლეიოფში კვალიფიცირდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსიმენის ნაპოლიში დაბრუნება კიდევ რამდენიმე დღით დაგვიანდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი