დე ლაურენტისი, მისი ოჯახი და ნაპოლი შესაძლოა დაისაჯონ - ოსიმენის ტრანსფერი » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი, მისი ოჯახი და ნაპოლი შესაძლოა დაისაჯონ - ოსიმენის ტრანსფერი

დე ლაურენტისი, მისი ოჯახი და ნაპოლი შესაძლოა დაისაჯონ - ოსიმენის ტრანსფერი
19-01-2024, 23:31
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ გამოცემა La Repubblica-ზე დაყრდნობით, რომის პროკურატურამ დახურა გამოძიების ნაწილი 2020 წელს, ვიქტორ ოსიმენის "ნაპოლიში" განხორციელებულ ტრანსფერზე, რის შედეგადაც საგადასახადოს სისტემაში გაყალბებული დოკუმენტაცია აღმოჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობს როგორც ლაურენტისის, ასევე მისი ორი შვილის, მეუღლის და ნაპოლის სხვა მენეჯერების წინააღმდეგ.

ამგვარად, დე ლაურენტისი სასამართლოს წინაშე წარსდგება და თუ ბრალდება დადასტურდა, აღნიშნულ საქმეზე სასჯელიც ელოდება. არაა გამორიცხული, დაისაჯოს ნაპოლიც.

ვიქტორ ოსიმენი "ლილიდან" 2020 წელს, 71.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიყიდა. ნეაპოლელებმა ფრანგებს 50 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო დანარჩენი 21 მილიონი ევრო დაიფარა ოთხი ფეხბურთელის: ორესტის კარნეზისის, ლუიჯი ლიგუორის, კლაუდიო მანცის და ჩირო პალმიერის ტრანსფერით.

კარნეზისი სათადარიგო მეკარე იყო, შესაბამისად, ძალიან დაბალი ღირებულება ჰქონდა, ხოლო დანარჩენი ფეხბურთელები ნაპოლის აკადემიას წარმოადგენდნენ და მას შემდეგ საფეხბურთო სამყაროდან ისე გაქრნენ, რომ პროფესიულ დონეზე არც უთამაშიათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.