"წესით, ნაპოლის არანაირი სასჯელი არ ემუქრება" | დე ლაურენტისის ადვოკატი » სპორტის ხაზი

"წესით, ნაპოლის არანაირი სასჯელი არ ემუქრება" | დე ლაურენტისის ადვოკატი

"წესით, ნაპოლის არანაირი სასჯელი არ ემუქრება" | დე ლაურენტისის ადვოკატი
24-01-2023, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ტურინის იუვენტუსი სერია A-ში 15 ქულით დაჯარიმდა, მიზეზი კი კაპიტალის არალეგალური გზით და კორუფციული გეგმებით მოპოვება გახდა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდის დასჯით თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა პროკურატურამ გამოძიება სხვა კლუბებზეც განაგრძო, რის ფონზეც საეჭვო გარემოებები ნაპოლის გარშემოც გამოიკვეთა.

საქმე ნეაპოლური კლუბის ნიგერიელ ფორვარდს, ვიქტორ ოსიმენს შეეხება, რომელზეც არსებობს მოსაზრება, რომ კლუბმა ის ყალბი აღრიცხვებით გაიფორმა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კომენტარი "პარტენოპეის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ადვოკატმა გააკეთა, რომლის აზრითაც, ნაპოლის არანაირი საფრთხე არ ემუქრება:

"არ ვფიქრობ, რომ ნაპოლისა და იუვენტუსის შემთხვევები ერთი და იმავე ტიპისაა. წესით, თუ ახალი ელემენტები არ გამოიკვეთა, ნაპოლისთვის ყველაფერი კარგად უნდა დასრულდეს. ამჟამად, პროკურატურამ გამოძიება გაახანგრძლივა და მათ დასკვნის გამოსატანად დრო სჭირდებათ. სამწუხაროდ, მე არ ვიცი კონკრეტულად რა მოწმდება, რადგან გამოძიებისთვის თვალის მიდევნება არ შემიძლია. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ნაპოლიმ სატრანსფერო პოლიტიკის დროს ყველაფერი ნორმის ფარგლებში და ყოველგვარი საბიუჯეტო გაყალბების გარეშე წარმართა."

"სპორტული შედეგი ნაპოლისთვის? - ეს ყველაფერი უკვე გავაანალიზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ახალი ელემენტები არ გამოიკვეთა, მაშინ ნაპოლის არაფერი ემუქრება."
- ფაბიო ფულჯერი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი