"მარადიშვილმა ქართული პასპორტი უკვე მიიღო და ახლა ნაკრებიდან მოწვევას ელოდება" - ახალი ამბები ნაკრების შესაძლო ახალწვეულზე » სპორტის ხაზი

"მარადიშვილმა ქართული პასპორტი უკვე მიიღო და ახლა ნაკრებიდან მოწვევას ელოდება" - ახალი ამბები ნაკრების შესაძლო ახალწვეულზე

"მარადიშვილმა ქართული პასპორტი უკვე მიიღო და ახლა ნაკრებიდან მოწვევას ელოდება" - ახალი ამბები ნაკრების შესაძლო ახალწვეულზე
19-01-2024, 15:34
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფ და ამჟამად "ნიჟნი-ნოვგოროდში" იჯარის წესით მოთამაშე ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილს გამოთქვამს, რუსულ მედიასთან თავის არჩევანზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჯერ კიდევ სექტემბერში ავიღე, მაგრამ ნაკრებში თამაშის საკითხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წყვეტს. ფიფაში განაცხადი შეტანილია და ველოდები. ფედერაციაში ამბობენ, რომ გარკვეული დროა საჭირო.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სახელით გამოსვლის გადაწყვეტილებას, ის ასაკის მატებასთან ერთად, ყველაფრის გაანალიზების შედეგად მოვიდა. მინდა საქართველოს ნაკრებში თამაში! ქართულად მეტყველება ცოტა მიჭირს. ახლა სწორედ ისეთ გუნდში გადავედი, სადაც დამეხმარებიან. ქუთათელაძე სულაც გენიოსია და თავისუფლად ფლობს ოთხს ენას: რუსულს, ქართულს, ინგლისურსა და ფრანგულს.

მამის მხრიდან ყველა ნათესავი ქართველი მყავს და რატომ არ შემიძლია საქართველოს ნაკრებში გამოსვლა? ამის გამო ნეგატიური კომენტარები უკვე ბევრი მოვისმინე, მაგრამ ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ. მამას სურდა, რომ ამ ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი და გაუხარდა, როდესაც ჩემი არჩვენის შესახებ შეიტყო. ახლა ამის შესაძლებლობა გაჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. თავს არ დავზოგავ და შევეცდები ვარჯიშებსა და თამაშებში დავამტკიცო, რომ საამისოდ ყველა საჭირო თვისება გამაჩნია"
- აცხადებს მარადიშვილი რუსულ მედიასთან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი