აშშ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრისტიან პულისიკი დასახელდა » სპორტის ხაზი

აშშ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრისტიან პულისიკი დასახელდა

აშშ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრისტიან პულისიკი დასახელდა
18-01-2024, 22:26
Aa Aa
გაზიარება:

კრისტიან პულისიჩმა ლენდონ დონოვანის რეკორდი დაამხო და აშშ-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ მეოთხედ დაისაკუთრა.

ჯილდოს ასევე იყვნენ ნომინირებულნი ფოლარინ ბალოგუნი, რიკარდო პეპი, მეტ ტერნერი და იუნუს მუსა.

"ჩემთვის პატივია ამ ჯილდოს მეოთხედ მოგება. ეს იყო წარმოუდგენელი სეზონი ჩემთვის. ყოველთვის მსიამოვნებს ნაკრებთან ერთად თამაში და მეტი ტიტულის მოპოვება. რა თქმა უნდა, მილანში ჩამოსვლამ ეს წელი კიდევ უფრო საინტერესო გახადა. მადლობელი ვარ, რომ ასეთი ჯილდო მოვიგე. თუმცა ნებისმიერი ნომინანტი იმავეს იმსახურებდა. ვამაყობ იმით, თუ რამდენად შორს წავიდა ჩვენი ნაკრები და მოუთმენლად ველოდები იმ ტურნირებს, სადაც ყველა დაინახავს აშშ-ის ნამდვილ ძალას." - აცხადებს კრისტიანმა

2023 წელს პულისიჩმა ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ რვა მატჩში ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და შეასრულა სამი საგოლე გადაცემა. 


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი