"ამაში ყველას სრულებით გარწმუნებთ" - აურელიო დე ლაურენტისი » სპორტის ხაზი

"ამაში ყველას სრულებით გარწმუნებთ" - აურელიო დე ლაურენტისი

"ამაში ყველას სრულებით გარწმუნებთ" - აურელიო დე ლაურენტისი
17-01-2024, 14:43
Aa Aa
გაზიარება:

Corriere dello Sport-მა ნაპოლის პრეზიდენტის კომენტარი გაავრცელა, რომელიც მან კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ გააკეთა:

"სანამ სატრანსფერო ფანჯარა დასრულდება, ნაპოლი კიდევ 2 ან 3 ფეხბურთელს დაიმატებს, ამაში ყველას სრულებით გარწმუნებთ."

"ჩვენი მიზანი ისაა, რომ სკუდეტოს ტიტული დავიცვათ და კვლავ ჩემპიონები გავხდეთ, ნაპოლი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს"
, - თქვა დე ლაურენტისმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელა. მათ სალერნიტანადან მარჯვენა მცველი, პასკუალე მაძოკი დაიმატეს. გარდა ამისა, დაიწერა ისიც, რომ კლუბმა მორიგი ტრანსფერი ვერონასთან სირილ ნგონჟის თაობაზე შეათანხმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.